ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ჩემი ოჯახი გვერდით ედგა ნიკა ხურცილავას - Palitra News

ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ჩემი ოჯახი გვერდით ედგა ნიკა ხურცილავას

2026-07-25 15:46:16+04:00

რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, ჩემი ოჯახი გვერდით ედგა ნიკა ხურცილავას, ბედნიერი ვარ დღეს! , - ასე გამოეხმაურა ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი, ნოდარ მაჭარაშვილი იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

სასამართლოში ხურცილავას მხარდასაჭერად გარდა ნოდარ მაჭარაშვილისა, იმყოფებოდნენ სხვა პირებიც.

ცნობისთვის, მოსამართლე თეონა ეპიტაშვილის გადაწყვეტილებით, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა და ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ბრალდებული ნიკა ხურცილავა ფიზიკურად გაუსწორდა ონისე ოქრიაშვილს, რომელსაც ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობას გულისხმობს.