"შაბათის მარში" ავლაბრის მოედნიდან დაიწყება და მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდება - Palitra News

"შაბათის მარში" ავლაბრის მოედნიდან დაიწყება და მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდება

2026-07-25 19:43:13+04:00

"შაბათის მარშის" მარშრუტი, რომელიც ფილარმონიიდან პარლამენტამდე პერიმეტრს მოიცავდა, იცვლება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები ე.წ. შაბათის მარშს დაიწყებენ ავლაბრის მოედნიდან, მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან და მთავრობის ადმინისტრაციასთან დაასრულებენ.

მსვლელობა ტრადიციულად 19:00 საათზე დაიწყება.

შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და პერიმეტრზე მოძრაობა შეიზღუდა.