უკრაინული მედია - რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, არიან დაშავებულები - Palitra News

უკრაინული მედია - რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, არიან დაშავებულები

2026-07-26 10:52:47+04:00

რუსულმა ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც 18-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და სამი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გარდა ამისა, სოლომიანსკის რაიონში ნანგრევების ჩამოვარდნამ არასაცხოვრებელ ზონაში ხანძარი გამოიწვია.

მაშველებმა განაცხადეს, რომ დესნიანსკის რაიონში საწყობი დაიწვა, ავტოსადგომზე კი 10 მსუბუქი ავტომობილი და ერთი სატვირთო მანქანა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დედაქალაქზე რუსების თავდასხმის შედეგად კიევის სამი მცხოვრები დაშავდა.