ბერლინში ლგბტქ+ ღონისძიებაზე შეკრებილ ადამიანებს ფურგონი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 16 კი დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პოლიციამ გერმანიის დედაქალაქში ღონისძიებები და კონცერტი დაწყებიდან რამდენიმე საათში გააუქმა.
ბერლინის პოლიციამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინეს, თუმცა, ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. ასევე, პოლიციის ინფორმაციით, ის გერმანიის დედაქალაქში ისლამისტ ექსტრემისტებთან არის დაკავშირებული. „ეჭვმიტანილი პოლიციისთვის ცნობილია. ჩვენთვის ცნობილია, რომ ის ბერლინში ისლამური წრეების წევრია და ამ პირის ძებნა სრული სისწრაფით მიმდინარეობს“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა ფლორიან ნატმა. მან ეჭვმიტანილის ვინაობა არ დაასახელა. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთ დაშავებულს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აქვს.