შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი თბილისში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოიღებულია სარეალიზაციოდგამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 131 შეკვრად დაფასოებული და 164 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.