სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან დილიდან ხალხმრავლობაა - Palitra News

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან დილიდან ხალხმრავლობაა

2026-07-26 14:23:40+04:00

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან დილიდან ხალხმრავლობაა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ გაზრდილი ნაკადის გამო საზღვრის კვეთას დროულად ვერ ახერხებენ და დახმარებას ითხოვენ. მოქალაქეების განცახდებით, მათთვის ამ დრომდე უცნობია რატომ ფერხდება ნაკადი საზღვარის კვეთისას. მათივე თქმით, სარფის გამტარ პუნქტზე მოქალაქეების გრძელ რიგში ის ადამიანებიც დგანან, რომლებიც თურქეთში სამკურნალოდ მიდიან.