4 ოქტომბრის საქმეზე მჯსავრდებული პაატა ბურჭულაძე ციხიდან წერილს ავრცელებს. საპატიმროშიო მყოფი საოპერო ბანი აცხადებს რომ დაკავებულების მიმართ მისი დიდი თხოვნა რომ ყველამ მიიღოს პროკურატურის მიერ შეთავაზებული საპროცესო გარიგება. პაატა ბურჭულაძე განსაკუთრებით მიმართავს გიორგი ჩახუნაშვილს და სთხოვს, ყველას მაგალითი მისცეს, გადადგას ნაბიჯი. ბურჭულაძე ამბობს რომ საპროცესო გარიგებაზე წასვლა და ციხის დატოება ამ ეტაპზე საერთო ბრძოლას ყველაზე მეტად წაადგება. მისივე თქმით, ის საკუთარ თავისუფლებას იქამდე ვერ განიხილავს, სანამ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯვარდებული ბოლო პატიმარი ციხეს არ დატოვებს.