აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ვაშინგტონში 28 ივლისს შეხვდებიან. უკრაინული წყაროს ცნობით, ზელენსკი დაინტერესებულია შეერთებულ შტატებში ჩასვლით, თუმცა მისი გუნდი ტრამპის განრიგის ოფიციალურ დადასტურებას ელოდება. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას განიხილავენ, რომელსაც რუსულ მხარეს წარუდგენენ.