ევროკავშირმა რუსეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი რუსული კომპანია “ინტერ რაო” დაასანქცირა - Palitra News

ევროკავშირმა რუსეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი რუსული კომპანია “ინტერ რაო” დაასანქცირა

2026-07-26 14:29:14+04:00

ევროკავშირმა რუსეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი რუსული კომპანია “ინტერ რაო” დაასანქცირა, რომელიც “თელასის” და “ხრამჰესი 1/2”-ის არაპირდაპირი მფლობელია. “ინტერ რაო” რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებულ კომპანათა სიაშია. კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრები არიან დასანქცირებული პირები იგორ სეჩინი, “როსნეფტის” აღმასრულებელი დირექტორი და ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე და დმიტრი შუგაევი, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ფედერალური სამსახურის დირექტორი.