უკრაინაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით აქციები გრძელდება - Palitra News

უკრაინაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით აქციები გრძელდება

2026-07-26 14:31:08+04:00

უკრაინაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით აქციები გრძელდება . კიევში ჩატარებულ აქციაზე 500-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: „ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ“, „ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც იქ ჩვენთვის დგას“. საპროტესტო აქციები უკრაინის თითქმის ყველა ქალაქში იმართება. აქციის მონაწილეები მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ.