ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძე კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს - Palitra News

ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძე კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

2026-07-26 14:42:12+04:00

ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძე კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდეს. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ჩატარდა, რის შემდეგაც, გუშინვე, გლდანის ციხეში შეასახლეს. ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი - 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს.