ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა - Palitra News

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

2026-07-26 14:44:25+04:00

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.

ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

არსებული ინფორმაციით, ისინი ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ. შემთხვევა სოფელ არგვეთასთან რამდენიმე საათის წინ მოხდა. სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა.