პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევზე თავდასხმაზე - თავისუფალი სამყაროს პასუხი ომით გამოწვეული დაღლა კი არ უნდა იყოს, არამედ კიდევ უფრო დიდი სიმტკიცის გამოჩენა - Palitra News

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევზე თავდასხმაზე - თავისუფალი სამყაროს პასუხი ომით გამოწვეული დაღლა კი არ უნდა იყოს, არამედ კიდევ უფრო დიდი სიმტკიცის გამოჩენა

2026-07-26 16:07:27+04:00

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში, რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე ბალისტიკური რაკეტებით ღამით განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და მსოფლიოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო მეტი მონდომების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

„რუსეთიდან ბალისტიკური რაკეტები კვლავ თავს დაატყდა კიევს. თავდასხმამ უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარი და ნგრევა გამოიწვია. თავისუფალი სამყაროს პასუხი ომით გამოწვეული დაღლა კი არ უნდა იყოს, არამედ რუსეთის ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო დიდი სიმტკიცის გამოჩენა“, - წერს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, პოლონეთი აძლიერებს საკუთარ თავდაცვას და ასევე ეხმარება უკრაინას.

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პოლონელებმა არასდროს გაიღვიძონ სირენებისა და აფეთქებების ხმაზე. სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ საკუთარ თავდაცვას, ვუჭერთ მხარს უკრაინას, რომელიც კრემლის არმიის ძალებს ასუსტებს და ვავითარებთ სტრატეგიულ ალიანსებს ნატო-სა და ევროკავშირში“, - წერს მინისტრი.