სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო - Palitra News

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

2026-07-27 09:19:34+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საკითხზე რეალური პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება, რადგან მათი განმარტებით, სწორედ უმრავლესობის წარმომადგენლები მართავენ და აკონტროლებენ შესაბამის უწყებებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.