ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტში შეიყვანა - Palitra News

ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტში შეიყვანა

2026-07-27 09:20:58+04:00

ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტში შეიყვანა, თუმცა იმ დათქმით, რომ თუკი პრაქტიკა არ შეიცვლება, სანქციები მასზე მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ დაწესდება. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ყულევის ქარხანა რუსული ნავთობით ვაჭრობს. მათი შეფასებით, ეს ქვეყნის უმძიმესი რეპუტაციული ზიანია. ხელისუფლების ოპონენტები კორუფციულ თანხებსა და რუს მაღალჩინოსნებთან გარიგებებზე მიუთითებენ. სანქციებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებს ეფუძნება.