თბილისის საკრებულოსთან ღამით, რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. თავდაპირველად, თორნიკე თოშხუა. მიზეზი ბანერი გახდა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო გაკეთებული. მოგვიანებით კი - კიდევ 10 პირი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, მიზეზი შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერებია. უწყების ცნობით, დაკავებულები გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს.