რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?! რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით? - პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ეს არის დღეს მთავარი და აქტუალური კითხვები. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ თუკი ევროკავშირში გადაწყეტილებების კონსესუსით მიღების წესი გაუქმდება ეს ფაქტობრივად მხოლოდ დიდი სახელმწიფოების ინტერესების გატარებას მოემსახურება და კატასტროფიული ცვლილება იქნება პატარა ქვეყნებისთვის. რა იწვევს უკმაყოფილებას "ქართულ ოცნებაში" და რატომ მიიჩნევს პაპუაშვილი, რომ ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა, უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს? რა არგუმნეტების მეშვეობით ცდილობს 'ქართული ოცნებ"ა საზოგადოების საკუთარი ხედვის სისწორეში დარწმუნებას.