ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი მეორე ნაკადს მასპინძლობს - Palitra News

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი მეორე ნაკადს მასპინძლობს

2026-07-27 12:41:38+04:00

არაფორმალური განათლების, აქტიური დასვენებისა და ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალგაზრდობის სააგენტო ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის 2026 წლის სეზონის მეორე ნაკადს მასპინძლობს. ხუთდღიანი პროგრამის მონაწილეები ამჯერად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. განათლების სამინისტროს ცნობით ბანაკს ამჯერად პარლამენტის წევრი ზურაბ რურუა და ჟურნალისტი რევაზ ჭიჭინაძე ესტუმრნენ.საუბარი შეეხო ჯანსაღი ცხოვრების წესის, ეროვნული ღირებულებებისა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერაზე. ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 19 ივლისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, 11 ნაკადადგანხორციელდება და სულ 2 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს.