დიმიტრი პესკოვი - უკრაინასთან საჰაერო ზავის შესახებ კონკრეტული დეტალები არ არსებობს - Palitra News

დიმიტრი პესკოვი - უკრაინასთან საჰაერო ზავის შესახებ კონკრეტული დეტალები არ არსებობს

2026-07-27 15:19:34+04:00

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინაში შესაძლო საჰაერო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კონკრეტული დეტალები, ან ახალი ფორმულები და წინადადებები არ არსებობს.

პესკოვმა ეს განცხადება Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას გააკეთა.

„ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ მედიის სპეკულაციაა. ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს. ასევე არ არსებობს კონკრეტული დეტალები რაიმე ახალი ფორმულისა თუ წინადადებების შესახებ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, Reuters-მა უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება განიხილეს, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების ახალი მცდელობის ფარგლებში რუსეთს უნდა წარედგინოს.