პაატა ბურჭულაძე დაკავებულებს საპროცესო შეთანხმების მიღებისკენ მოუწოდებს - როგორ აფასებენ მხარეები მის მოწოდებას - Palitra News

პაატა ბურჭულაძე დაკავებულებს საპროცესო შეთანხმების მიღებისკენ მოუწოდებს - როგორ აფასებენ მხარეები მის მოწოდებას

2026-07-27 15:48:02+04:00

მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზეა დაკავებული, მოუწოდებს დაკავებულებს, ყველამ მიიღოს პროკურატურის მიერ შეთავაზებული საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეს მისივე სიტყვებით „უკანონო პატიმრობიდან“. როგორც ბურჭულაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში წერს, საპატიმროებიდან გათავისუფლების შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ, და ამაში არც დამამცირებელი და არც ღირსების შემლახავი არაფერია. რაც შეეხება თავად მის გათავისუფლებას, ბურჭულაძე ამბობს, რომ ის როგორც ამ პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორი, გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავს, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს. ვინ როგორ აფასებს ბუჭულაძის შეთავაზებას? მაშო დიასამიძე გაეცნო მხარეთა პოზიციებს.