დაფუძნდა სახალხო მოძრაობა, რომლის მიზანი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვა იქნება - ინფორმაცია დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა ბრიფინგზე გაავრცელა. მისი თქმით, მოძრაობის წევრები არ მოერიდებიან საფრთხეს, მზად არიან წავიდნენ ციხეში კი თუკი ეს საქართველოს კულტურისა და იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი. "ქართული ოცნება" ინიციატივას იწონებს, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ახალი მოძრაობა „საქართველოში მორალის პოლიციის შექმნის მცდელობა, მასობრივი ძალადობისა და ანგარიშსწორების ინციპირაციაა. რატომ არის "ქართული ოცნებისთვის" მისაღები ოპოზიციისთვის კი მიუღებელი მსგავსი მოძრაობის დაფუძნება.