სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლელა გოგიშვილის განმარტებით, სასამართლოში არ დადასტურდა სიგუას მხრიდან მეუღლეზე არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაწყებულია, ორდერი ძალაში რჩება. პროკურორი მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვება კი კანონის დარღვევაა და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. თავად სოფია სიგუა მოსამართლის განცხადებას სუბიექტურს უწოდებს.