საგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშების უკანონოდ გამართვის ფაქტი გამოავლინა. დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შენიღბულად ჰქონდათ მოწყობილი ონლაინგათამაშების ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, უცხოური ინტერნეტკაზინოების ვებგვერდებზე, პირდაპირი ტრანსლაციის („სტრიმინგის“) სახით, გადაიცემოდა აზარტული და მომგებიანი თამაშების მიმდინარეობა. ობიექტის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლის სახით 100 000 ლარი უნდა გადახდილიყო. დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.