ახალგაზრდების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების მიზნით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტში მონაწილეობს. 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია და მის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ანზორ მეგრელიშვილმა გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, დემოკრატიულ პროცესებში მათი აქტიური მონაწილეობის როლსა და საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.