10 დაკავებული აქციაზე - შსს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე მიუთითებს - Palitra News

10 დაკავებული აქციაზე - შსს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე მიუთითებს

2026-07-27 20:40:21+04:00

თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას დაკავებული პირები საგარეჯოს, გურჯაანისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. გუშინ, 26 ივლისს თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას 10 პირი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ხელში შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ.