პაპუაშვილი: ევროკავშირში კონსენსუსის წესის გაუქმება მცირე ქვეყნებისთვის მძიმე შედეგის მომტანი იქნება - Palitra News

პაპუაშვილი: ევროკავშირში კონსენსუსის წესის გაუქმება მცირე ქვეყნებისთვის მძიმე შედეგის მომტანი იქნება

2026-07-27 20:57:19+04:00

საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი კვლავ განხილვის ერთერთი მთავარი თემაა. კითხვები გაჩნდა იმის შესახებაც, შესაძლოა თუ არა ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააუქმოს. ეჭვები პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, დღევანდელმა განცხადებამ გააძლიერა. მისი შეფასებით, ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსის წესის შესაძლო გაუქმება მცირე ქვეყნებისთვის მძიმე შედეგის მომტანი იქნება. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში ბუნდოვანია, რა მნიშვნელობა ექნება წევრობას, თუ ქვეყნები მთავარ ბერკეტებს დაკარგავენ. მისივე თქმით, სწორედ ეს არის ევროინტეგრაციის პროცესში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი.