პაატა ბურჭულაძე „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებულებს საპროცესო შეთანხმების გამოყენებისკენ მოუწოდებს - Palitra News

პაატა ბურჭულაძე „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებულებს საპროცესო შეთანხმების გამოყენებისკენ მოუწოდებს

2026-07-27 20:59:19+04:00

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძე ამავე საქმეზე დაკავებულებს საპროცესო შეთანხმების გამოყენებისა და პატიმრობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში ის აღნიშნავს, რომ ამ შესაძლებლობით სარგებლობაში ღირსების შემლახავს არაფერს ხედავს. ამასთან, ბურჭულაძე განმარტავს, რომ საკუთარ გათავისუფლებას ვერ განიხილავს, რადგან თავს პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევს და საპატიმროს დატოვებას მხოლოდ მას შემდეგ გეგმავს, როცა ამ საქმეზე დაკავებული ბოლო პირიც გათავისუფლდება.