ოპოზიციაში ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება, თუმცა პარტიების ნაწილი დიალოგის დაწყების აუცილებლობაზეც უკვე ღიად საუბრობს. მათი განცხადებით, მოლაპარაკება საჭიროა როგორც ოპოზიციურ სპექტრში, ისე „ქართულ ოცნებასთან“. ამავე დროს, ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლების შეცვლისთვის ბრძოლას გააგრძელებენ იმ შემთხვევაშიც, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ოთხი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. კვლავ პასუხგაუცემელია, რა ვითარებაა ოპოზიციურ ალიანსში, რა ეტაპზეა „ნაციონალური მოძრაობის“ რეორგანიზაცია და ვინ არის მზად დიალოგისთვის.