სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა. მოსამართლე ლელა გოგიშვილის განმარტებით, სასამართლოში სიგუას მხრიდან მეუღლეზე არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ძალადობა არ დადასტურდა, თუმცა, რადგან საქმეზე სისხლისსამართლებრივი გამოძიება მიმდინარეობს, ორდერის გაუქმების საფუძველი არ არსებობს. გადაწყვეტილებას პროკურატურა კანონის დარღვევად აფასებს და მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს. თავად სოფია სიგუა კი მოსამართლის განმარტებებს სუბიექტურს უწოდებს.