რუსეთის საგარეო სამინისტრო - რუსეთი გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის განკუთვნილი იარაღის საზღვაო გადაზიდვების აღკვეთას - Palitra News

რუსეთის საგარეო სამინისტრო - რუსეთი გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის განკუთვნილი იარაღის საზღვაო გადაზიდვების აღკვეთას

2026-07-28 08:40:31+04:00

რუსეთი გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის განკუთვნილი საზღვაო გადაზიდვების აღკვეთას, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„გავაგრძელებთ ყველა აუცილებელი ზომის მიღებას, რათა აღვკვეთოთ იარაღისა და საბრძოლო მასალის საზღვაო გადაზიდვები, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებში შედის. შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ზელენსკის რეჟიმსა და მის დასავლელ პატრონებს ეკისრებათ“, - განაცხადეს უწყებაში.

ცნობისთვის, რუსებმა გასული კვირის განმავლობაში უკრაინის პორტებზე დარტყმები განახორციელეს. უკრაინის საზღვაო პორტების სამმართველოს ცნობით, 26-27 ივლისის ღამეს რუსეთმა ნიკოლაევის ოლქის პორტებში სამოქალაქო სავაჭრო გემებზე თავდასხმა განახორციელა. ორგანიზაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.