„სოლიდარობა თავისუფალი სიტყვის გამო დაკავებულებს“ - ამ ლოზუნგით თბილისის საკრებულოსთან გუშინ მორიგი აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს იმ 10 დემონსტრანტს, რომლებიც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიცილისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით 26 ივლისის საღამოს დაააკავეს. ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია არც გუშინდელ დღეს - პოლიციამ საკრებულოსთან 1 ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები აცხადებენ რომ მოქალაქეების დაკავება მხოლოდ ფურცელზე დატანილი უცენზურო სიტყვის გამო, მძიმე ავტოკრატიაზე მიუთითებს.