აპირებს თუ არა მმართველობის 14 წლის თავზე „ქართული ოცნება“ ევროკავშირში ინტეგრაციაზე ოფიციალური უარის თქმას - ეს საკითხი ბოლო 2 დღის განმავლობაში ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გაააქტიურა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ დასავლური ინტეგრაციის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი განცხადება კიდევ ერთი დასტურია რომ „ქართული ოცნება“ დასავლური ინტეგრაციის გზიდან საბოლოოდ გადახვევას გეგმავს. შალვა პაპუაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა რომ ვროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა, უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ რომ ბრიუსელი ეტაპობრივად გადადის მოდელზე, რომელიც წევრ სახელმწიფოებს თანაბარუფლებიანობას ართმევს, ეს კი მათი განცხადებით, საქართველოსთვის, როგორც პოტენციური წევრი ქვეყნისთვის მიუღებელია.