რას ამბობს რომან გოცირიძე ევროკავშირის სანქციებზე - Palitra News

რას ამბობს რომან გოცირიძე ევროკავშირის სანქციებზე

2026-07-28 10:00:02+04:00

დასანქცირებული „ინტერ რაო“ რუსეთში და ყულევის ნავთობის ქარხანა საქართველოში - ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე იმ სავარაუდო მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ბრიუსელმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაასანქცირა. ეკონომისტი აცხადებს რომ ამის მთავარი მიზეზი ის რუსული ნავთობია, რომელიც სავარაუდოდ ყულევის ნავთობის ქარხანაში ბრუნავდა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ რუსული სანქცირებული ნავთობის ქვეყანაში შემოტანით საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან ევროკავშირი სანქციების აღსრულების პროცესში უკომპრომისოა. ემუქრებათ თუ არა საფრთხე „ინტერ რაოს“ სანქცირების შემთხვევაში მის შვილობილ კომპანიებს საქართველოში?! საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, კომერციული ბანკები „თელასის“ ეროვნულ ვალუტაში მომსახურებას გააგრძელებენ. მათი განმარტებით, „თელასი“ კრიტიკული მნიშვნელობის მქონე კომპანიაა, რომლის შეუფერხებელი მუშაობაც მოსახლეობისთვის აუცილებელია. შეგახსენებთ რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში მოხვდა. ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში.