ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს მასპინძლობს. არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ახალგაზრდები ყოველდღიურად ერთვებიან სხვადასხვა სპორტულ, შემეცნებით და კულტურულ აქტივობაში. კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეროვნული ღირებულებების, სოციალური ინტეგრაციისა და ახალგაზრდული ბანაკების მასშტაბების გაფართოების მნიშვნელობას. სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება და სეზონის განმავლობაში ათასობით ახალგაზრდას უმასპინძლებს.