უკრაინა 40 დღიანი ოპერაციის ფარგლებში რუსეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე  ინტენსიურ დარტყმებს განაგრძობს - რას ამბობენ მხარეები - Palitra News

უკრაინა 40 დღიანი ოპერაციის ფარგლებში რუსეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე  ინტენსიურ დარტყმებს განაგრძობს - რას ამბობენ მხარეები

2026-07-28 10:01:14+04:00

უკრაინა 40 დღიანი ოპერაციის ფარგლებში რუსეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე ინტენსიურ დარტყმებს განაგრძობს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის როსტოვის ოლქში საექსპორტო ტერმინალს დაარტყეს. მანამდე, რუსეთის როსტოვის ოლქის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა და ხანძარი დაფიქსირდა. ცნობილია, რომ დაზიანდა ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 250 კილომეტრში მდებარე საექსპორტო ტერმინალი. ასევე, დარტყმები განხორციელდა ნავთობის ობიექტებზე იაროსლავის ოლქში და უდმურტის რესპუბლიკაში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1300 კილომეტრში მდებარეობს. საპასუხოდ რუსეთი განაგრძობს მასშტაბურ დარტყმებს უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე.