დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა უკრაინის პრეზიდენტს უმასპინძლა - Palitra News

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა უკრაინის პრეზიდენტს უმასპინძლა

2026-07-28 10:01:52+04:00

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა უკრაინის პრეზიდენტს უმასპინძლა. როგორც ენდი ბერნერმა განმარტა, დიდი ბრიტანეთი უკრაინას ელექტრონული ჩახშობის სისტემას გადასცემს, რათა დრონები რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან დაიცვას. ზელენსკიმ და ბერნემმა საზღვაო ბაზა მოინახულეს, სადაც, ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა სწავლება მიმდინარეობს. ამავდროპულად ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლებს. თეთრი სახლის ოფიციალური პირის განცხადებით, დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესზე ისაუბრებენ.