თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი ART-გენი 23-ედ გაიმართა. წელს ფესტივალი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტრადიციულად, წლევანდელ არტგენზე სტუმრებს ლუდმა „ნატახტარმა“ უმასპინძლა. ფესტივალი 23 ივლისს სუხიშვილების კონცერტით გაიხსნა. ამ დროის განმავლობაში მათ გარდა დასკვნით ღონისძიებებზე ნინო ქათამაძე, „ფრანი“, ბენდი „ჩვენებურები“ და სხვები მონაწილეობდნენ. დასკვნით კონცერტებამდე ყოველდღე ფესტივალზე ქართული რეწვის გამოფენები, ქართული სამზარეულოს კუთხეები, და სადეგუსტაციო სივრცეები იყო მოწყობილი. არტგენი 2026 ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს დასკვნითი კონცერტით დაიხურა.