იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა - Palitra News

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა

2026-07-28 12:08:30+04:00

იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა კუნძულ კიუ-შიუზე, კუმამოტოს პრეფექტურაში მოხდა.

ხელისუფლებამ 1 მეტრის სიმაღლის ტალღის გამო ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა.

იაპონიის ხელისუფლებამ ცუნამის შესახებ გაფრთხილება კიუ-შიუზე მდებარე კუმამოტოს, ნაგასაკის, კაგოშიმას, ფუკუოკას, საგას, ოიტასა და მიაზაკის პრეფექტურებისთვის გამოსცა.