აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან მიმდინარე კონფლიქტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ირანთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საერთშორისო მედიის ცნობით, მოლაპარაკებები ძირითადად ირანსა და ომანს შორის მიმდინარეობს, თუმცა პროცესში აქტიურად არიან ჩართული კატარი, პაკისტანი, ეგვიპტე, ასევე ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები – სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. მედიის ინფორმაციით, მიმდინარე მოლაპარაკებები ახალი შეთანხმების მიღწევაზეა ორიენტირებული, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას ითვალისწინებს. მედიასთან საუბარში ტრამპი ამბობს, რომ 24 ივლისს ირანზე სამხედრო დარტყმების შეჩერება იმიტომ გადაწყვიტა, რომ შუამავალი ქვეყნები მას მოლაპარაკებებისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას სთხოვდნენ.