საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქალაქ ბორდოში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცენტრს ეწვია. მაკრონის განცხადებით, ქვეყანა უპრეცედენტო ხანძრების წინაშეა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მასშტაბური ხანძრების ჩაქრობის პროცესში მონაწილეობას იღებენ. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც საფრანგეთსა და ესპანეთში ფართომასშტაბიან ხანძრებს ებრძვიან. ბოლო ცნობებით, ორივე ქვეყანაში ევაკუირებულ მოქალაქეთა რაოდენობამ 360 000-ს გადააჭარბა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საფრანგეთის ქალაქ ბორდოსა და ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის შემოგარენში.