ჯგუფური ძალადობის ღია დაორგანიზება თუ ეროვნული ღირსების კოლექტიური დაცვა - რა მიზანი აქვს ახალ მოძრაობას - Palitra News

ჯგუფური ძალადობის ღია დაორგანიზება თუ ეროვნული ღირსების კოლექტიური დაცვა - რა მიზანი აქვს ახალ მოძრაობას

2026-07-28 12:40:11+04:00

ჯგუფური ძალადობის ღია დაორგანიზება თუ ეროვნული ღირსების კოლექტიური დაცვა - MMA-ის ქართველი მებრძოლის მიერ დაანონსებული ახალი მოძრაობა პოლიტიკური განხილვის თემაა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ რომ მართლმადიდებლობისა და ეროვნულ იდენტობაზე აპელირებით „ქართული ოცნება“ მოქალაქეების დაშინების ახალ ეტაპს იწყებს. მათივე თქმით, ცალსახაა ის ფაქტი რომ ახალი მოძრაობის შექმნის იდეა არა სპორტსმენ გიორგი ქართველიშვილისგან, არამედ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან მოდის. ბრალდებებს უარყოფს და წამოყენებულ იდეას იწონებს სახელისუფლებო გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ რომ საზოგადოების მხრიდან ეროვნული ღირებულებების დაცვა აუცილებელია, თუმცა მათივე თქმით, ეს კანონის ჩარჩოში უნდა მოხდეს.