გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს - Palitra News

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს

2026-07-28 14:07:57+04:00

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა და მამაკაცი სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.