ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - Palitra News

ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

2026-07-28 15:15:47+04:00

ბახმაროში ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.