ახალი სახალხო მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დაფუძნდა. საინიციატივო ჯგუფმა განაცხადი იუსტიციის სახლში ცოტა ხნის წინ შეიტანა. საქართველოში მორალის პოლიციის შექმნის მცდელობა, მასობრივი ძალადობის ინსპირაცია, ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა - ასე აფასებენ ოპოზიციაში MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ახალი მოძრაობის დაფუძნებას. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ასეთი ჯგუფები კადრიოვის, ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებებს ჰგავს, შესაბამისად აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაგირება ჰქონდეს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ტრადიციების, ღირებულებებისა და ფასებულობების დაცვა მისასალმებელია, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.