საქართველოში აშშ-ის საელჩო შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს მთავრობის მიერ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ შექმნის გამო. საელჩო მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ტოლფასია, რაც დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს ეწინააღმდეგება. აღნიშნული შეფასება საელჩომ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ წერილობით კომენტარში გააკეთა. განცადებას "ქართულ ოცნებაში" უპასუხეს. მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ ამერიკის საელჩოს შესაბამის პასუხს, ალბათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა კონკრეტულად უნდა განმარტონ შეშფოთების საფუძველი იმ ფონზე, როცა საქართველოში კანონმდებლობა ადამიანების საჯარო შეურაცხყოფას კრძალავს.