გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში დაიწყო - ტურნირში სულ 19 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის ორი გუნდი - სამოქალაქო ოფისიდან. ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც სტრუქტურული ერთეულების პირველადგილოსანი გუნდები გამოვლინდებიან. საფინალო ეტაპზე გადასული საუკეთესო გუნდები 5 და 6 აგვისტოს ქუთაისში იასპარეზებენ. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.