იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუმამოტოს პრეფექტურაში, 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - Palitra News

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუმამოტოს პრეფექტურაში, 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

2026-07-28 15:48:09+04:00

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუმამოტოს პრეფექტურაში, 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამ დროისთვის ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე, რის გამოც იაპონიის მთავრობამ საგანგებო შეტყობინებები გაავრცელა კუმამოტოს, ნაგასაკის, კაგოშიმის, ფუკუოკის, საგის, ოიტისა და მიაძაკის პრეფექტურებისთვის. იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სეისმურად აქტიური ქვეყანაა, ის წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან რკალში“ მდებარეობს და მსოფლიოში 6.0 ან უფრო ძლიერი მაგნიტუდის მიწისძვრების დაახლოებით 20% სწორედ ამ რეგიონზე მოდის.