რა ღირს რეალურად სასკოლო ფორმა - რა ამბობენ "ლელოში" - Palitra News

რა ღირს რეალურად სასკოლო ფორმა - რა ამბობენ "ლელოში"

2026-07-28 15:48:39+04:00

სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება. „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა, რომ რეალურად, 1 კომპლექტი სასწავლო წლისთვის საკმარისი არ არის და მშობლების უმრავლესობას მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევს, რაც 1 ბავშვზე, დაახლოებით 200 ლარის დამატებით ხარჯს ნიშნავს. მისი თქმით, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ეს ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს სჭირდება არა ფორმების რეფორმა, არამედ განათლების სისტემის სიღრმისეული გარდაქმნა, სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, უსაფრთხო, თანამედროვე სკოლები და უფასო კვების პროგრამა.