ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ისრაელს ძალიან სურს, ირანს დაარტყას, აშშ კი ამ ეტაპზე ამას არ ამტკიცებს - Palitra News

ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ისრაელს ძალიან სურს, ირანს დაარტყას, აშშ კი ამ ეტაპზე ამას არ ამტკიცებს

2026-07-28 15:54:40+04:00

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, შეერთებული შტატები ხელს უშლის ისრაელს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმაში.

„ძალიან გვსურს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმის განხორციელება. ამჟამად შეერთებული შტატები ამას არ ამტკიცებს, რადგან არსებობს შეშფოთება, რომ ირანი მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმას განახორციელებს, რაც ნავთობის გლობალურ კრიზისს გამოიწვევს,“ - აღნიშნა ისრაელ კაცმა.

მისი თქმით, ისრაელი მზადაა, ირანი 40 წლით უკან დახიოს.

„ჩვენი აზრით, მზად ვართ ირანი 40 წლით უკან დავხიოთ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.