სასამართლომ საკრებულოსთან დაკავებულ აქტივისტ ვასო ბერიძეს 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა - ბერიძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს - Palitra News

სასამართლომ საკრებულოსთან დაკავებულ აქტივისტ ვასო ბერიძეს 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა - ბერიძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს

2026-07-28 16:30:59+04:00

თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ვასო ბერიძე 5000-ლარით დააჯარიმა.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას 10 პირი: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს “შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.

ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.